საქართველოს ტექნობანკი
სამშაბათი, 30.04.2024, 06:55
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი File Catalogრეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
მონაცემთა მართვა
საიტის შეფასება
Rate my site
სულ პასუხი: 21
სტატისტიკა

ქსელშია სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
******
ტრანსლატორი
მთავარი » ფაილები » My files

ავტონომიური მოტორ–გენერატორი ელექტრომობილებისათვის.
29.06.2011, 01:46

 

ავტომობილის სტარტის დროს აგრეგატის ყველა როტორი ძრავის რეჟიმში მუშაობს. დიდი სიჩქარების დროს (ან შუქნიშანთან დგომის დროს)  კი  მხოლოდ ცენტრალური დიდი  როტორი მუშაობს ძრავის რეჟიმში, სხვა მცირე რადიუსის როტორები კი დენს გამოიმუშავებენ და აკუმულატორებს მუხტავენ. (როტორების რაოდენობა 2 ან 3  შეიძლება იყოს და ასევე შესაძლებელია რეჟიმების სხვადასხვა კომბინირება).

 

    ამ  მოტორ-გენერატორის უპირატესობაა ის, რომ   ერთ კორპუსშია მოთავსებული ძრავიც, გენერატორიც და სოლენოიდების ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს ცენტრალურ როტორს კოგენერაციის რეჟიმიში იმუშაოს. კონკრეტულად, დიდი სიჩქარეების დროს, სოლენოიდების ბლოკების მხოლოდ 1/3 –ს მიეწოდება ელექტროდენი. ბლოკების მეორე წყებაში გავლის მომენტში  მუდმივი მაგნიტები ელექტროდენს აღძრავენ მათში. ეს დენი კი ბლოკების მესამე წყებას გადაეცემა, რომლებიც უკვე თვითონ იზიდავენ ამ მაგნიტებს. ამრიგად ხვეულების 2/3 თვითგენერაციის რეჟიმში მუშაობს რაც ამცირებს დენის მოხმარებას. შესამაბისად ცენტრალური როტორიც კი ნაკლებ დენს ხარჯავს.

  სხვათა შორის აღნიშნული სოლინოიდების მსგავსი სისტემა ირლანდიელმა ინჟინრებმა გამოიყენეს თავიანთ "პერპეტუუმ მობილეში” შედარებით გვიან – 2003 წელს. ამ გენერატორს "ორბო” უწოდეს და დღეს უკვე ათასობით ჰყიდიან. წარმოდგენილი  გენერატორი კი ისევ ქაღალდზე რჩება. თუ ახლანდელი მწარმოებლების ბრუნვას გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ 1998 წლიდან აღნიშნული გამოგონების იგნორირებით საქართველოს ეკონომიკამ მინიმუმ 10 მილიარდი დოლარი მაინც დაკარგა. 

   არადა  ელექტრომობილისათვის ზუსტად რომ წარმოდგენილი გენერატორ-მოტორია იდეალური, რადგან ყველა ძირითადი აგრეგატი ერთ კორპუსშია და ისინი თვითონ ავტომობილის მოძრაობის ინერციის ძალასაც გამოიყენებენ.  Dშედარებისათვის  უკვე ფართოდ რეკლამირებული რეზონანსული ტრანსფორმატორი საკმაოდ საშიშია ჯანმრთელობისათვის და მწყობრიდან გამოჰყავს  მობილური ტელეფონები  და ყველა სახის ტელე-რედიო-კომპიუტერული  აპარატურა.

 

 

 

კატეგორია: My files | დაამატა: Sen-Sei
ნანახია: 790 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეომასალა
*********
ძიება/ვიკიპედია
Copyright MyCorp © 2024