საქართველოს ტექნობანკი
სამშაბათი, 30.04.2024, 08:31
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი File Catalogრეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
მონაცემთა მართვა
საიტის შეფასება
Rate my site
სულ პასუხი: 21
სტატისტიკა

ქსელშია სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
******
ტრანსლატორი
მთავარი » ფაილები » My files

კომბინირებული აერო-ჰიდრო-ტურბინა და პროპელერი.
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (262.0 Kb) ] 28.06.2011, 00:12
 წარმოდგენილი კონსტრუქციის  პროტოტიპია  ქარის გენერატორის ვერტიკალური პროპელერი, რომელიც ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში.          
  არსებული პროპელერის ნაკლი არის დაბალი ეფექტურობა, რადგან ქარის ნაკადის შემხვედრად მოძრავი ფრთები წინააღმდეგობას ქმნიან. 
  წარმოდგენილი ტურბინის  ეფექტურობა კი რამდენჯერმე მეტია, რადგან ხდება აღნიშნული წინააღმდეგობის კომპენსირება. 
  ეს ეფექტი მიიღწევა იმით , რომ ვერტიკალურ ფრთებს  შორის ხისტად ან თავისუფლად განლაგებულია ორი (ან რამდენიმე) ჰორიზონტალური პროპელერიდა, რომლებიც ჰაერს ფრთებს შორის წნეხავენ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით. 
ამ პროპელერებს შორის ტურბინის ცენტრში განლაგებულია გოფრირებული ფირფიტა – ტურბოდეტანდერი. 
  ზედა პროპელერი ჰაერს წნეხავს ქვემოთ, ქვედა პროპელერი  კი პირიქით ზემოთ. ორივე პროპელერის ნაკადი მიმართულია ფრთებს (2) შორის სივრცეში. შესაბამისად ფრთებს შორის წნევა იწევს. ამის გამო ფრთებს შორის სივრციდან  ჰაერი იწყებს გამოსვლას  ყველა მიმართულებით, რაც ქმნის დამატებით გამწევ ძალას ყველა ფრთაზე, მათ შორის მათზე, რომლებსაც ქარი იმ მომენტისთვის არ ხვდება. რადგან ეს ფრთები შინაგანი წნევის მიმართ მახვილი კუთხით არიან განლაგებული. 
 ამრიგად ამ პროპელერის სიმძლავრე მინიმუმ 3-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივის, რადგან ტრადიციულ  კონსტრუქციებში ქარის ნაკადს ფრთების მხოლოდ 1/3 ითვისებს. 
    შესაძლებელია ამ ტურბინის სხვადასხვა მოდიფიკაციები, მათ შორის ბრუნვის მულტიპლიკატორების გამოყენებით: 
     1. თუ ნახატზე წარმოდგენილ ვარიანტს "შუაზე გავჭრით”  მაშინ იგი  ჰიდროტურბინის ფუნქციასაც შეასრულებს. წყალი ჯერ პროპელეზე იმოქმედებს წნევით, შემდეგ დეტანდერზე, ბოლოს  კი ვერტიკალურ ფრთებზე და ამრიგად სამმაგ  სამუშაოს შეასრულებს. ჰიდროტურბინის საუკეთესო ვარინტი ალბათ ის იქნება, რომელშიდახ ზედა ჰორიზონტალურ პროპელლერს ფრენსისის ტურბინის ფორმა ექნება. 
 2. ასევე შეიძლება, რომ ამ ტურბინას სხვადასხვა  პროპორციები და ფორმები ჰქონდეს. მაგალითად ძაბრისებრი, რომელშიდაც მრავალი მცირე რადიუსის კომბინირებული პროპელერები ჰაერს დაწნეხავენ უფრო დიდი რადიუსის,  სხვადასხვა მოდიფიკაციის ვერტიკალურფრთებიან კამერებში. ეს რადიუსთა სხვაობა საჭიროა ცენტრიდანული აჩქარების უფრო ეფექტური გამოყენებისათვის.
 ეს კონუსისებრი ვარიანტი კონდიციონერის ფუნქციასაც შეასრულებს, რადგან ჰაერი დეტანდერზე გაფართოების დროს ცივდება. თუ ტურბინა საპირისპირო მხარეს დატრიალდა- მაშინ ჰაერი პირიქით დაიწნეხება და გათბება. ასეთ ვარიანტში კომპბინირებული პროპელერების ვერტიკალურ ფრთებს დახრის კუთხის რეგულირების სიტემა ექნება.
ამ ტურბინის პრინციპით იქმნება აღნიშნული  კომბინირებული პროპელერიც. შესაძლებელია 3 ვარიანტი:
  პირველ ვარიანტში (დეტანდერის გარეშე) ჰორიზონტალური პროპელერები ერთი მიმართულებით გატყორცნიან ჰაერს.
 ასეთი პროპელერი წარმოქმნის უფრო მკვრივ და მძლავრ ნაკადს, რადგან პერპედინკულარულად განლაგებული ფრთები (2) დამატებით ჰაერს დაწნეხავენ   პროპელერებს შორის  სივრცეში.
 მეორე ვარიანტში კი პროპელერი მხოლოდ ერთი იქნება, აღნიშნული პერპენდიკულარული ფრთების ერთ რიგთან ერთად. 
 მესამე ვარინატში კი უკვე დეტანდერიც მონაწილეობს. ასეთ შემთხვეაში ტურბინის წინა ნაწილი ჩვეულებრივ რეჯიმში მუშაობს – ჰაერის შიგნით ჩაწნეხვით. მეორე ნაწილში  კი პირიქით ხდება – პროპელერი გამოტუმბავს ჰაერს, ხოლო გვერდითი ფრთები კი ჰაერს შიგნით წნეხავენ. 
 ასეთი ტურბინის თუ პროპელერის გამოყენება შესაძლებელია ავტომობილების ბორბლებზე ხუფების (ან თვით დისკების)  სახით. ასეთი დისკები დამატების სიმძლავრეს შესძენენ ბორბალს.  
 
კატეგორია: My files | დაამატა: Sen-Sei
ნანახია: 1069 | რამოტვირთვები: 92 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
ვიდეომასალა
*********
ძიება/ვიკიპედია
Copyright MyCorp © 2024