საქართველოს ტექნობანკი
სამშაბათი, 30.04.2024, 07:48
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი File Catalogრეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
მონაცემთა მართვა
საიტის შეფასება
Rate my site
სულ პასუხი: 21
სტატისტიკა

ქსელშია სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
******
ტრანსლატორი
მთავარი » ფაილები » My files

სამშენებლო ბლოკ-ყალიბი
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (13.3 Kb) ] 28.03.2018, 12:03

შესაძლო გამოგონება განეკუთვნება სამშენებლო დარგს და განკუთვნილია შენობების უფრო მარტივად და ეფექტურად აგებისათვის.

ცნობილია ბლოკ-ყალიბები რომლებიც მზადდება თერმოსაიზოლაციო მასალისაგან. მათ არ გაჩნიათ ძირები. ისინი ეწყობიან ერთმანეთზე ისე რომ ქმნიან ერთ მთლიან სივრცეს, რომელშიდაც ჩაისხმება ბეტონი. ამრიგად მიიღება ერთიანი ბეტონის კედელი რომელიც უკვე გარშემოტრყმულია თბოსაიზოლაციაო მასალით.

მაგრამ ამ მასალის ნაკლი არის ის რომ ის არის ძალიან მყიფე, ადვილად ზიანდება გარე თუ შიდა ფასადზე და ამასთანავე საჭიროებს დამატებით სამაგრ კონსტრუქციებს ბეტონის გაშრობამდე.

წარმოდგენილი შესაძლო გამოგონება ყველა ამ პრობლემას ჭრის იმით რომ ის მზადდება მყარი პლასტიკისან - უმეტესად პლასტიკის იმ ნარჩენებისაგან რომელიც ბუნებას ანაგვიანებს.

მეტი სიმყარისთვის მას შიგნით გააჩნია ტიხრები, რომელთა შორისაც დამაგრდება თბოსაიზოლაციო მასალა.

ამრიგად სამშენებლო ბლოკ- ყალიბი შედგება (ნახ.1): უძირო კორპუსისაგან (1), ტიხრებისაგან (2) და მათ შორის დამაგრებულ თბოსაიზოლაციო ფენისაგან (3).

ბლოკ-ყალიბის კორპუსს აქვთ ისეთი ფორმა და ჭრილები რომ ისინი ადვილად ჯდებიან ერთმანეთში როგორც პირდაპირ ასევე ჯვარედინად - შესაბამისად მათ არ სჭირდებათ დამატებითი დროებითი სამაგრი კონსტრუქციები.

მათი დაწყობა ხდება იმდაგვარად რომ ისინი ქმნიან ერთიან სივრცეს, რომელშიდაც ჩაისხმება ბეტონი და ამრიგად მიიღება ერთიანი კედელი.

ასეთ კედელს არ სჭირდება გალესვა და შეღებვა - სასურველი ფერი თავიდანვე მიეცემა ბლოკ-ფორმას. ასევე შესაძლებელია მისი გარე ზედაპირის გაფორმება სხხვადასხვა ქვის ფაქტურებით.

ამრიგად ხდება სამშენებლო მასალების ეკონომია. გარდა ამისა ბუნება გაიწმინდება მყარი პლასტიკური ნარჩენებისაგან.

კატეგორია: My files | დაამატა: Sen-Sei
ნანახია: 378 | რამოტვირთვები: 7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეომასალა
*********
ძიება/ვიკიპედია
Copyright MyCorp © 2024