საქართველოს ტექნობანკი ჯერ კიდევ 1998 წლიდან ავითარებს ავტონომიურ გენერატორებს, რომლებიც ცენტრიდანული აჩქარების ერთ განსაკუთრებულ თვისებაზე მუშაობენ. (დეტალები იხილეთ ფაილების და პუბლიკაციების კატალოგში.)
მსგავსი, მაგრამ ძალზედ დაბალეფექტური მექანიზმები შედარებით გვიან ააწყვეს სხვა გამომგონებლებმა: 2001 წელს ტარიელ კაპანაძემ, 2007 წელს ავსტრალიელმა ჩას ჩემპბელმა, 2009 წელს ამერიკელმა ჯესი მაკკუინმა და 2010წელს ბრიტანელმა ბობი ამარასინგამმა . (ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ ტექსტის მარჯვნივ არსებულ ფაილებში).
ეს ავტორები რაღაც ზოგადი ფანტაზიებით ხსნიან მიღებულ "ზედმეტ” ენერგიას – ერთი თითქოს პლანეტების ურთიერთმოძრაობის კოპირებას ახდენს, მეორე გრავიტაციული ველის "პულსაციით” აძლიერებს თურმე ბრუნვას, მესამე კი მუდმივი და ცვალბადი დენების განსხვავებას იყენებს ვითომ.
ე.ი. ეს ავტორებ შემთხვევით ან კიდევ "წარმოსახვითი” გზებით მივიდნენ რადიუსთა სხვაობის იდეამდე – მაგრამ ცენტრიდანული აჩქარების როლი ვერ გაითვალისწინეს. შესაბამისად მათ კონსტრუქციებში ბერკეტის პრინიციპი ცენტრიდანული აჩქარების წინააღმდეგ მოქმედებს. ამ მიზეზით მათი ვარიანტები საკმაოდ დაბალეფექტურია და ბევრ ზედმედ დეტალებს შეიცავენ.
ჩვენს მიერ შემუშავებულ გენერატორებში კი ბერკეტის პრინციპი ცენტრიდანული აჩქარების ენერგიას კიდევ უფრო აძლიერებს – ე.ი. ისინი მაინც ყველაზე ეფექტურ ვარიანტებად რჩებიან.
2000 წლიდან გააქტიურდნენ ასევე სხვადასხვა მაგნიტური თუ ტრანსფორმატული მუდმივი ძრავების მწარმოებლებიც. თითქმის ყველა მათგანში ისევ და ისევ აღნიშნული რადიუსთა სხვაობის პრინციპი გამოიყენება. მაგალითად "პერენდევის” და "მინატოს” მაგნიტური გენერატორები 2000 წლამდე მხოლოდ 1% (!!!) ზედმეტ ენერგიას გამომიუშავებდნენ. "პერენდევი”-ს ავტორმა ჯერ კიდევ 1968 წელს შეწყვიტა ექსპერიმენტები დაბალეფექტურობის გამო. "მინატო”-ს ავტორი კი 1994 წლიდან 2000 წლამდე ფუჭად ცდილობდა თავისი გენერატორის ეფექტურობის გაზრდას.. მაგრამ კობა ბიწაძის თეორიის გახმაურების შემდეგ ამ გენერატორების ეფექტურობა უცებ 500%-მდე გაიზარდა !?! . . . ..
აღნიშნული პრინციპი გამოიყენეს ასევე სუფთა ელექტროდინამიკურ, ტრანსფორმატორულ თუ რეზონანსულ ვარინატებში – ზოგმა მაგნიტგამტარის, ზოგმა კი ხვეულების პარამეტრებში.
წარმოდგენილი გენერატორების ავტორმა კი ამ სხვაობებთან ერთად რამდენიმე მარტივი დეტალი დაუმატა, რომლებიც მბრუნავ ელექტრულ ველს ქმნიან და შესაბამისად ასეთი კონსტრუქციის ტრანსფორმატორის სიმძლავრე და ეფექტურობა გაცილებით მეტია. ამასთანავე, ასეთ ტრანსფორმატორს არ სჭირდება ზემაღალი სიხშირეები და ძაბვები, რის შედეგადაც იგი გაცილებით უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის თუ ელექტროტექნიკისათვის.
|