საქართველოს ტექნობანკი
პარასკევი, 03.05.2024, 23:16
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი Publisherრეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
მონაცემთა მართვა
საიტის შეფასება
Rate my site
სულ პასუხი: 21
სტატისტიკა

ქსელშია სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
******
ტრანსლატორი
მთავარი » სტატიები » My articles

GEORGIA ON MY MIND


                                     GEORGIA ON MY MIND

    პროექტი ითვალისწინებს ისეთი მრავალენოვანი კრებულის შექმნას და გამოქვეყნებას, რომელშიდაც თავმოყრილი იქნება ცნობილი ადამიანების გამონათქვამები საქართველოს შესახებ. 
   ეს კრებული საუკეთესო საჩუქარი იქნება სტუმრად მოწვეული უცხოელი ვიზიტორებისათვის – ნებისმიერი ქართველი მასპინძელი ალბათ  თავს ვალდებულად ჩათვლის, რომ ეს წიგნი სტუმარს აჩუქოს. 

კრებულის კონცეფციის მოკლე მონახაზი ასეთია: 
  ჩვენი აზრით წიგნი  უნდა იწყებოდეს ლევ ტოლსტოის სიტყვებით: 
ჩემი განზრახვა, საქართველოში ჩამოვსულიყავი, ზეგარდმო მადლით იყო შთაგონებული. ეს ნაბიჯი ღმერთმა გადამადგმევინა, რისთვისაც მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს. მე ვგრძნობ საქართველოში უკეთესი გავხდი”. 

მეორე ადგილი ალბათ დამსახურებულად ეკუთვნის ტონინო გუერას სიტყვებს:

“თქვენს ერს აღტაცებით  შეჰყურებს მთელი მსოფლიო. დარჩით ისეთ ხალხად, რომლებიც სხვებს ასწავლის ცხოვრების წესს” 

ამ სიტყვებს ადასტურებს პიერ რიშარიც: 
საქართველოში ვიგრძენი პირველად, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა”

თვალსაჩინო ადგილი უნდა დაიკავოს ჯონ სტეინბეკის სიტყვებმა: 
   “საქართველო ჯადოსნური ქვეყანაა, და იმ მომენტში, როდესაც მას დატოვებთ, იგი სიზმარს ემსაგვსება. სინამდვილეში ეს არის ერთ ერთი ყველაზე უმდიდრესი და ულამაზესი კუთხე დედამიწაზე და ეს ადამიანები მისი ღირსნი არიან. ეხლა ჩვენ მშვენივრად გავიგეთ, რატომ იმეორებდნენ რუსები: 
- თუ თქვენ საქართველო არ გინახავთ, ესე იგი არაფერი გინახავთ.”

 
   შემდეგი ციტატა უნდა იყოს ალექსანდრე დიუმას მონათხრობი ქართული ხასიათის შესახებ, რომელიც  მას დაწერილი აქვს  წიგნში   «კავკასიონი”,  38-ე თავში “გამგზავრება». აქ გადმოცემულია ქართველების დაუჯერებელი  დახასიათებანი.

სხვა გამონათქვამები დალაგდება მათი შთამბეჭდავობის და მიხედვით.
მასალები უკვე შეგორვებულია - ქართულად 50 გვერდი. სამ ენაზე 150 გვერდი იქნება, მაგრამ შესაძლებელია მოცულობის 75—100 გვერდამდე  შემცირება ნაკლებად შთამბეჭდავი გამონათქვამების ამოღებით.

 P.S. წიგნის იდეა და კონცეფცია დაცულია  საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის   თავი II,   მუხლი 6, პარაგრაფი  ნ) –ის    მე- 2   და მე -3 პუნქტების მიხედვით. ასევე ტექსტი და სათაური დეპონირებულია საქართველოს საპატენტო ბიუროში

კატეგორია: My articles | დაამატა: Sen-Sei (01.07.2011) | ავტორი: Jacob Bitsadze E W
ნანახია: 1117 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ვიდეომასალა
*********
ძიება/ვიკიპედია
Copyright MyCorp © 2024