საქართველოს ტექნობანკი
პარასკევი, 03.05.2024, 20:16
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი Publisherრეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
მონაცემთა მართვა
საიტის შეფასება
Rate my site
სულ პასუხი: 21
სტატისტიკა

ქსელშია სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
******
ტრანსლატორი
მთავარი » სტატიები » My articles

Golden Fleece - სუპერმარკეტების ქსელი თავისი ექსკლუზიური ჰოლოგრამით.
"ოქროს საწმისის"  სავაჭრო  სახლმა უნდა გახსნას მაღაზიათა ქსელი მთელს მსოფლიოში.  მაღაზიათა ქსელის გარეშედაც ჰოლოგრამა საკმაოდ ძლიერი მარკეტინგული ფაქტორი იქნება) ოქროს საწმისის ნიშანი  წარმატებით შეცვლის უკვე არსებულ საფირმო ნიშანს (R), რომლის გაყალბებაც ნებისმიერ არალეგალურ მწარმოებელს შეუძლია, რადგან ნებისმიერ სტამბაში შესაძლებელია ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯების გარეშე ეტიკეტის კუთხეში ეს ნიშანი დააბეჭდოს. 
  ჰოლოგრამის გაყალბება კი შედარებით რთულია
   "ოქროს საწმისის” მაღაზიებში უმეტესად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია უნდა იყიდებოდეს და არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ ყველა ქვეყნიდან. 
ხარისხის დაცვასთან ერთად `ოქროს საწმისის~ ჰოლოგრამას უფრო მეტად მარკეტინგული დატვირთვა¬ ექნება, რადგან ეს სიმბოლო არანაკლები ეფექტურო¬ბ¬ით ასწევს  პროდუქციის პრესტიჟს, ვიდ¬რე¬ ამას საერთაშორისო საფირმო ნიშანი (R) აკე¬თებს.
თანამედროვე მარკეტინგს ნოვატორული მიდგომა სჭირდება, რადგან მომხმარებელთა ინტერესების შემოსავლების ზრდის კვალობაზე შეიცვალა და უფრო მეტად მენტალური გახდა, თუმცა ეკონომიკური შინაარსი არ დაუკარგავთ: თუ ადრე უპირატესობა პროდუქციის ტექნიკურ რაციონალურობას და მის ხარისხს ენიჭებოდა, დღეს ამ მოთხოვნებს ემატება მიდრეკილება ისეთი აქსესუარებისაკენ, რომლებსაც ეკონომიკური დანიშნულება არ გააჩნიათ _ მაგალითად, დიზაინი, სტატუს-კვო, ახალი იმიჯი და ა.შ. 
ახალი იმიჯის თვალსაზრისით, `ოქროს საწმისის" ჰოლოგრამა ეფექტური იქნება არა მარტო დსთ-ს ქვეყნებში, სადაც ქართულ პროდუქციას კარგად იცნობენ, არამედ დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებშიც, რადგან ევროამერიკელების უმეტესობას Georgia  აშშ-ის შტატი ჰგონიათ. თითქმის ყველამ  იცის `არგონავტების~ ლეგენდა თავის ოქროს საწმისთან ერთად, რადგან ამ ისტორიას სკოლაშიდაც ასწავლიან და მულტფილმებშიდაც აჩვენებენ _ არგონავტებზე არანაკლები რაოდენობის სერიალია გადაღებული, ვიდრე ალადინზე, სინდბადზე ან ჰერაკლეზე.
`ოქროს საწმისის~ ჰოლოგრამით კი მოხდება იმ ფაქტის რეკლამირება, რომ Gეორგია არის იმ ძველი კოლხეთის `სამართალმემკვიდრე~, საიდანაც იასონმა არგონავტებთან ერთად მედეა და ოქროს საწმისი მოიტაცა.
 სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, `ოქროს საწმისის  ჰოლოგრამა მიმზიდველი იქნება ვიზუალურადაც _ იგი მყიდველის ყურადღებას მიიზიდავს თავისი ბზინვარებით. 
ამრიგად,  ოქროს საწმისიs  ჰოლოგრამა გახდება ეკოლოგიურად სუფთა ან უბრალოდ ხარიხიანი პროდუქციის სიმბოლო, რაც უდავოდ დიდი უპირატესობა იქნება, რადგან ბიოპროდუქციის არსებული სიმბოლოები დიდი მიმიზდველობით არ გამოირჩევა. მყიდველი მაინც იმ ლეგენდარულ `ოქროს საწმისს~ გამოარჩევს, რომელიც მისთვის ცნობილია მულტსერიალებიდან თუ მხატვრული ფილმებიდან _ ამ ინტერესის გაღვივებისათვის სრულიად საკმარისი იქნება რამდენიმე სარეკლამო ლოზუნგი. მაგალითად – "ოქროს საწმისი” – ნატურალური პროდუქციის ნიშანი. ან  ---მოიპოვე შენი ოქროს საწმისი. 
თუ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს მაღაზიათა ქსელები – "ვოლმარტი”, "მარტელი”, "იკეა” და ა.შ. , რით ჟღერს მატზე ნაკლებად " GOLDEN FLEECE”?
   ”ოქროს საწმისის” მარკეტმა უნდა შესთავაზოს პროდუქციის ფართო სპექტრი ასევე მდიდართა ფენას. თუ ერთ ბლოკში განლაგდება სურსათის სექციები, მეორე ბლოკში უნდა გაიხსნას საიუველირო, სამოდელო ან ვთქვათ ავეჯის სალონები, სადაც გაიყიდება ცნობილი დიზაინერების ექსკლუზიური მოდელები, ან დამზადდება კლიენტის დაკვეთით მის მიერვე შექმნილი დიზაინით. 
შესაძლებელია სხვა სიახლეების დანერგვაც.. 

1. ჰოლოგრამების საშუალებით ლატარეის ჩატარება სხვადასხვა მეთოდებით. 

2. კომპანიების დაჯილდოება ოქროს საწმისის დიპლომებით.  ოქროს საწმისის პრიზი შეიძლება გლობალური მნიშვნელობისაც კი გახდეს ისევე როგორც ოქორს გლობუსი ან ოქროს ვარსკვლავი...

3. რეკლამის მიზნით ინტერნეტ-თამაშების ბაზარზე ახალი თამაშის დანერგვა – @”მოიპოვე შენი ოქროს საწმისი”, ამ თამაშს უფრო უკეთესი სუიჟეტი ექნება ვიდრე  სხვა თამაშებს ...

კატეგორია: My articles | დაამატა: Sen-Sei (16.05.2012)
ნანახია: 914 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეომასალა
*********
ძიება/ვიკიპედია
Copyright MyCorp © 2024