საქართველოს ტექნობანკი
პარასკევი, 03.05.2024, 22:31
მოგესალმები სტუმარი | RSS
 
მთავარი Publisherრეგისტრაციაშესვლა
საიტის მენიუ
მონაცემთა მართვა
საიტის შეფასება
Rate my site
სულ პასუხი: 21
სტატისტიკა

ქსელშია სულ: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
******
ტრანსლატორი
მთავარი » სტატიები » My articles

ფაზისი – ახალი ტურისტული მექა. სპორტული ტურნირი არგონავიადა.
 ახალი ფაზისისათვის უნდა შემუშავდეს სპეციალური კონცეფცია: შენობები უნდა აიგოს  ხმელთაშუა ზღვის ძველი ცივილიზიაციების სტილში კოლხური ოქროს დიზაინის გათვალისწინებით. 
 ქალაქის მთავარ ნაგებობას უნდა წარმოადგენდეს სტადიონი კოლიზეუმის პროპორციებით, მაგრამ განსხვავბული, კოლხური ფასადით. შენობის ასეთი ფორმა საშუალებას იძლევა რომ სტადიონის გარდა მასში განთავსდეს სასტუმრო ოთახები, სავარჯიშო დარბაზები, აუზები, კაფე-ბარები, და ა.შ. 
Aასე რომ ამ შენობის  ექსპლუარაცია სპორტული ტურნირის  გარეშედაც მომგებიანი იქნება.  
    ინვესტორების პოვნა რთული არ იქნება: დღეს მსოფლიოში მრავალად არიან ქართველი მილიონრები, რომლებისთვისაც ფაზისში სახლის ან სასტუმროს  ფლობა პრესტიჟის საქმე იქნება.
  Oარგონავტიკის სახელობის  ასპარეზობა წარმატებით დაიკავებს  არაპოპულარული   ”მცირე ოლიმპიადის” ადგილს.  შეიძლება ბევრს დაავიწყდა, რომ 60-იან  და 70 –იან წლებში დიდი ოლიმპიადების შუალედში   იმართებოდა ”მცირე ოლიმპიადები”.  მაგრამ  ეს თამაშები გააუქმეს, რადგან არ იწვევედა დიდ ინტერესს არც მაყურებლებში და არც სპორტსმენებში. მართლაც და   რა შუაში იყო  ”მცირე ოლომპიადა” ნამდვილი ოლიმპიადის შემდეგ? 
   ”არგონავიადა” კი გამორჩეული იქნება თავისი იდეოლოგიით – მთავარი პრიზი გამარჯვებული გუნდისათვის იქნება ”ოქროს საწმისი” – ამ პრიზზე არც ერთი სპორტსმენი არ იტყვის უარს. 
  მეტი პრესტიჟულობისათვის არგონავიადაზე  წარმოდგენილი უნდა იყონ მხოლოდ სპორტის ის სახეობანი, რომლებიც ელინურ ეპოქაში არსებობდნენ.
  გარდა ამისა პალიასტომის ტბა საშუალებას იძლევა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საწყალოსნო სპორტის სახეობებს.  
   ფაზისის და არგონავიადის მეტი პოლულარიზაციისათვის უნდა შექმნას კომპიუტერული თამაში ”ოქროს საწმისი” .. ასეთი სიუჟეტი ალბათ უფრო დააინტერესებს მოთამაშეებს, რადგან მასში შერწყმული იქნება ყველა სხვა კომპიუტერული თამაშის ელემენტები: ტახტისათვის ბრძოლა, შეიარაღებული რაზმის ხელმძღვანელობა, დრაკონებთან შერკინება, საკრალური საგანძურის მოპოვება და თუნდაც მიწის დამუშავება  ცეცხლისმფრქვევლი ხარებით — როგორც ყველაზე პოპულარულ ”ფერმაში”. 
   ეს პროექტი რომ მომგებიანი იქნება ამ პერსპექტივას შემდეგი მაგალითი ადასტურებს:  ერთმა ბიზნესმენმა სამხრეთ აფრიკაში  ააგო პატარა ზრაპრული ქალაქი. მაგრამ მის ასაშენებლად  ჰოლივუდში გადაღებული  ბუტაფორიების ასლები გამოიყენა. ამ ქალაქში განლაგებულნი არინ ამერიკული ფილმ-ზღაპრების ("სინბადი”, "ჰერაკლე”, "ალადინი” "არგონავტები” და ა.შ.. . . . .) პერსონაჟების ქანდაკებები და შესაბამისი  სასახლეების  შედარებით მცირე ასლები, რომლებიც სასტუმროების ფუნქციასაც ასრულებენ.  დღესდღეობით ეს "ზღაპრული” ქალაქი ტურისტებს ვერ აუდის.

ამ პროექტის განხორციელების მიზნით უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელიც უცხოელ ინვესტორებს მოიზიდავს. 
 ზოგიერთი ფონდი უკვე ჰყიდის მთვარეზე მიწის ნაკვეთებს თან საკმაოდ ეფექტურად.  ნამდვილი ფაზისის მშენებლობის ინვესტორების მოძიება  კი შედარებით ადვილი იქნება. 
ასევ წარმატებულად იყიდება ბინები უზარმაზარ მცურავ გემ-კუნძულზე, რომელიც 5 თუ 10 წლის შემდეგ აშენდება. ფაზისი კი სტაციონარული კუნძული იქნება და თან ორიგინალური სპორტული სანახაობებით.
  ასე რომ პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ფონდის დაფუძნება და მისი  სარეკლამო თუ საინვესტიციო საქმიანობის ორგანიზაცია. 

კატეგორია: My articles | დაამატა: Sen-Sei (16.05.2012)
ნანახია: 788 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ვიდეომასალა
*********
ძიება/ვიკიპედია
Copyright MyCorp © 2024