საქართველოში იგეგმება სრულიად ორდინალური მინი-ქალაქების მშენებლობა შაორში, ბაზალეთის, კუს თუ ლისის ტბებზე, დიდ დიღომში, და ა.შ.
ეს პროექტები ერთმანეთს კოპირებენ და დიდ კონკურენციას უწევენ ურთიერთს, რაც ამცირებს მათ მომგებიანობას. ამიტომ უფრო ეფექტური იქნება ისევ საქართველოს ლეგენდარულობაზე "აპელირება”, რადგან შაორის მსგავსი ადგილები თუ "კუს ტბის” ტიპის ბიზნეს-"სოფლები” ბევრია მთელს მსოფლიოში და თუნდაც მეზობელ თურქეთში.
ტურისტების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ ახალი, ორიგინალური მიდგომებით. ბანალური და ორდინალური მიდგომები უკვე აღარ იმუშავებს რადგან ეს მიმართულებები გადატვირთულია . . .
უფრო საინტერესო იქნება ძველი ლეგენდარული ქალაქის ფაზისის აღდგენა თავისი ისტორიული "პირველსახით” და იქ სპორტული ტურნირის ჩატარება "არგონავიადის” ან "ოქროს საწმისის თამაშების” სახელწოდებით.